Tbilisi International Ophthalmology Conference
TIOC  2019

22 (23) დეკემბერი, 2 0 1 9

პატივცემულო კოლეგებო  პატივი გვაქვს მოგიწვიოთ თბილისის საერთაშორისო ოფთალმოლოგიურ კონფერენციაშ...

პროგრამა რეგისტრაცია

ჩვენ შესახებ

ზაზა ხოტენაშვილი/Zaza Khotenashvili    მერაბ დვალი/Merab Dvali    მიხეილ ომიაძე/Mikheil Omiadze    გიორგი პეტრიაშვილი/George Petriashvili

თამარ ქარდავა/Tamar Kardava    %2</p    გრიგოლ ქამუშაძე/Grigor Kamushadze

თბილისის საერთაშორისო ოფთალმოლოგიური კონფერენცია

Tbilisi International Ophthalmology Conference (TIOC)

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული ქართულ ოფთალმოლოგიაში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების თვალსაზრისით დიდი ვაკუუმი იყო შექმნილი. სწორედ აღნიშნულმა რეალობამ გვიბიძგა დაგვეწყო კონფერენციების ციკლი რათა საქართველოს ოფთალმოლოგებისათვის მიგვეცა საშუალება გაცნობოდნენ თანამედროვე ოფთალმოლოგიის სამეცნიერო მიღწევებსა თუ დანერგილ სიახლეებს. 

პირველმა კონფერენციამ წარმატებით აიღო სათავე 2010 წელს, როდესაც თბილისში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ხელოვნების ცენტრში "მუზა", გაიმართა პირველი შეხვედრა თბილისის საერთაშორისო ოფთალმოლოგიური კონფერენციის ეგიდით.

კონფერენციას დიდი დადებითი რეზონანსი მოჰყვა როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. იმ დროიდან მოყოლებული წლიდან წლამდე ფართოვდება აღნიშნული ეგიდით გამართულ კონფერენციებში მონაწილე ქვეყნების გეოგრაფია, მონაწილე დელეგატთა რიცხვი და დაინტერესებული კომპანიების რაოდენობა. სადღეისოდ თბილისის საერთაშორისო ოფთალმოლოგიური კონფერენცია კარგად არის ცნობილი მრავალი ქვეყნის ოფთალმოლოგიურ საზოგადოებაში.

თბილისის საერთაშორისო ოფთალმოლოგიური კონფერენციის მიზანია იყოს საინტერესო და სასარგებლო პრაქტიკოსი ოფთალმოლოგებისათვის. 

საორგანიზაციო კომიტეტი